|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაუჩინარებული სამი შვილის დედა ნაპოვნია

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში  გაუჩინარებული სამი შვილის დედა ნაპოვნია.  რუსუდან ჯეჯი სამართალდამცავებმა ბათუმში ნახეს.  საგამოძიებო მოქმედებებს ქუთაისის მე- 4  განყოფილება რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, რუსუდან ჯეჯია შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოჯახი  გატაცების ფატს გამორიცხავს და აცხადებენ, რომ  ჯეჯიას გაუჩინარება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

რუსუდან ჯეჯია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა. ჯეჯიას მეუღლე გიორგი ხურციძე  აცხადებდა, რომ მისი მეუღლის გატაცება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო, თუმცა ახლა ხურციძე ამ ყოველივეს უარყოფს.

მომხდართან კავშირს თავიდანვე გამორიცხავდა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა