|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა TV იმედი და პოსტ TV

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო არხები TV იმედი და პოსტ TV დაასანქცირა. გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

სანქციის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გახდა. 

დაკისრებული სანქციები მოიცავს:

  • აქტივების გაყინვას,
  • ტრასტის მომსახურების აკრძალვას
  • დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართულები:

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის [POSTV და Imedi] ავრცელებს  შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.

კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას."- ვკითხულობთ განმარტებაში. 

ცნობისთვის, ირაკლი რუხაძემ TV იმედი 2026 წლის თებერვალში  „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გაყიდა. ახალი მფლობელები არიან ბიზნესმენი ილია მიქელაიშვილი და არხის რამდენიმე წარმომადგენელი. რაც შეეხება პოსტ TV-ის, მისი 52%-ს „ხალხის ძალის“ ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე,  24%-ს კი შალვა რამიშვილი. 

 
 
 
 
 

ავტორი: