რატომ დატოვა ზაზა მეფარიშვილმა პაატა ბურჭულაძის ფონდი?
ზაზა მეფარიშვილმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. იმერეთის ყოფილმა გუბერნარტორმა გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადის გასვლით ახსნა. როგორც მან „ნიუპრესთან“ აღნიშნა, ის ფონდთან ხელშეკრულებით თანამშრომლობდა, რომლის ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყვიტა ფონდის დატოვება.
„მე ადრეც აღვნიშნე, რომ ფონდში ვსაქმიანობდი და არა პარტიაში, ხელშეკრულება დღეს დასრულდა. ამის შემდეგ ფონდის საქმიანობა გადადიოდა პარტიულ საქმიანობაში, რაზეც მე უარი განვაცხადე. მე არ ვიყავი პარტიული ინტერესებისთვის მანდ, პაატა ჩემი მეგობარია და ფონდში ვეხმარებოდი“-განაცხადა მეფარიშვილმა.
მისივე განცხადებით, მისი გადაწყვეტილება რაიმე კონფლიქტს არ უკავშირდება და არც დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
ზაზა მეფარიშვილი პაატა ბურჭულაძის ფონდში მიმდინარე წლის მაისში გაწევრიანდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















