რეპეტიტორი არის ტრამპლინი - ალექსანდრე ჯეჯელავა
რეპეტიტორი არის ტრამპლინი - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
ის, რომ ახალგაზრდებს საჯარო სკოლა საჭირო ცოდნას ვერ აძლევს და ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს რეპეტიტორების დახმარება სჭირდებათ, ახალი მინისტრიც აღიარებს. თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლაში სწავლების ხარისხის გაზრდით "იქნებ ამდენი რეპეტიტორი აღარ დასჭირდეთ".
"მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები შეიძლება იყოს ბოლო ტრამპლინი უმაღლესისკენ, მაგრამ ამასაც საჯარო განხილვა უნდა. ტექნიკურად შექმნეს, მაგრამ რადგან რეპეტიტორი არის ტრამპლინი, რეპეტიტორი ეკონკურენტება მეთორმეტე კლასს და უგებს. ჩვენ თუ ხარისხს გავზრდით, ამის იმედიც მაქვს, რომ ამდენი რეპეტიტორი იქნებ არ დასჭირდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მე-12 კლასი არ გაუქმდება, თუმცა შინაარსობრივად გარკვეული საკითხები შესაცვლელია. პროცესი გრძელვადიანია და წელს და მომავალ წელს ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.
რეპეტიტორების "მუდმივობაზე" საუბრობდა ჯეჯელავას წინამორბედი მინისტრიც. თამარ სანიკიძემ "ნიუპრესის" კითხვაზე განაცხადა, რომ რეპეტიტორები სულ მოდაში იყვნენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















