|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რობოტი მტვერსასრუტი - უახლესი სმარტ ტექნოლოგია დასუფთავების სფეროში

„ნეტა ჩემს ნაცვლად საქმეს რობოტი გააკეთებდეს“ - ეს ფრაზა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუსმენია ცხოვრებაში და რამდენადაც უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, მომავალში, კიდევ, აუცილებლად გავიგონებთ.

დიასახლისების ერთი ნაწილისთვის, უკვე, კარგად ნაცნობია თანამედროვე საოჯახო ტექნოლოგიები რომლებიც, რამდენიმე ღილაკის გააქტიურებით, ჩვენს ნაცვლად იწყებენ ფუსფუსს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე ნაწილიც, ვინც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ან სათანადო ინფორმაციას არ ფლობს ჭკვიანი მოწყობილობების შესახებ.

ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებს სმარტ ტექნოლოგიებით აღჭურვილი მტვერსასრუტია, რომლის შემქმნელებმაც უამრავი ადამიანის ნატვრა რეალობად აქციეს და დღეს, დანამდვილებით, რობოტი მტვერსასრუტი სწორედ შენ მოგემსახურება.

როგორ მუშაობს რობოტი მტვერსასრუტი

რობოტი მტვერსასრუტის მართვა დისტანციურად, სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი. ამისთვის, აუცილებელია, ტელეფონში Mi Home აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მტვერსასრუტთან დაკავშირება. თავსებადია როგორც Android, ისე iOS ოპერაციულ სისტემებთან. მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია ისარგებლო Google ასისტენტის მხარდაჭერით ან თვალი ადევნო მის მუშაობას რეალურ დროში, დისტანცირებულად.

მტვერსასრუტი უსადენოა, გადაადგილდება ოთახიდან ოთახში დამოუკიდებლად. დამოუკიდებლადვე შეუძლია მისვლა დასატენ სადგურამდე.

განვიხილოთ ერთ-ერთი მოდელი, მაგალითად, Xiaomi Mi Robot Vacuum-Mop 2 ultra:

  • სპეციალური დამტენი მოწყობილობა, რომელიც ამ მოდელს კომპლექტაციაში ახლავს უნდა დადგა შენთვის სასურველ ადგილას. რობოტი მტვერსასრუტი მის მდებარეობას დაიმახსოვრებს
  • როცა რობოტი მტვერსასრუტი მიხვდება, რომ ელემენტი სამუშაოს შესასრულებლად დამუხტვას საჭიროებს, თავისით მიუახლოვდება სადგურს და დაიწყებს დამუხტვას.
  • სრული დატენვისთვის მტვერსასრუტს 300 წუთი სჭირდება, ხოლო მუშაობის მაქსიმალური დრო, დატენილ მდგომარეობაში, 2 საათია. ეს დრო სრულიად საკმარისია დალაგებისთვის.

უშუალოდ, ელემენტის მოცულობა 5200 მილიამპერს შეადგენს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ელემენტის დამუხტვის შემდეგ, მოწყობილობა მეხსიერების საშუალებით კვლავ უბრუნდება სივრცის იმ მონაკვეთს, სადაც შეაჩერა მუშაობა.

სამუშაო სივრცის კვადრატულობა და ორიენტირება

რობოტი მტვერსასრუტებს კორპუსის ზედაპირზე აქვს სპეციალური ინფრაწითელი კონსტრუქცია, რომელიც:

  • ობიექტივის ფუნქციას ითავსებს
  • ათვალიერებს გარემოს და აიდენტიფიცირებს სამუშაო არეალს
  • არეალის კონკრეტულ ზომას და მონაცემებს ასახავს ტელეფონის აპლიკაციაში
  • ინფრაწითელი თვალის დახმარებით იწყებს 100% სიზუსტით მოძრაობას და არ ტოვებს სივრცის არცერთ მონაკვეთს დასუფთავების გარეშე
  • რობოტი სენსორებით არის აღჭურვილი, რომელთაგან თითოეული ადგენს კონკრეტულ საჭიროებებს დასახული მიზნების წარმატებით შესასრულებლად. ერთ-ერთი განსაკუთრებული სენსორი იცავს მოწყობილობას შეჯახების ან გადავარდნისგან.
  • იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის პროცესში გზად დახვდება ბარიერი, ბარიერის გადაკვეთის სიმაღლე 20 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

შესაძლებელია მტვერსასრუტის წინასწარი დაპროგრამება და რუკისა და სავალი გზის წინასწარ დაგეგმვაც, ან სულაც გარკვეული ტერიტორიების დაბლოკვა, შესაძლებელია ზონირებული წმენდაც.

ტექნიკური მახასიათებლები

ზოგიერთ რობოტ მტვერსასრუტს აქვს სველი და მშრალი წმენდის ფუნქციები, ხოლო ზოგიერთს - მხოლოდ მშრალი. ორივე ტიპის მტვერსასრუტს მძლავრი შეწოვა აქვს.

სველი წმენდისთვის, კომპლექტაციაში ახლავს სპეციალური ქსოვილის საცმი, ასევე, სპეციალური საცმი კუთხეებისთვის

ჩამონტაჟებული HEPA ფილტრის გარეცხვა ძალიან მარტივია

მტვერსასრუტს არ აქვს შემაწუხებლად მაღალი ხმა, თუმცა, არც ბოლომდე უხმაურო მუშაობით ხასიათდება

Extra გთავაზობს რობოტი მტვერსასრუტებს მრავალფეროვან არჩევანს. მოწყობილობის ფასი 299 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ფასის მიხედვით, მტვერსასრუტის რობოტული შესაძლებლობები, სიმძლავრე და ელემენტის გამძლეობა.

ყოველთვის, როცა დაისვენებ ან სხვა საინტერესო საქმით დაკავდები, რობოტი მტვერსასრუტი გვერდზე ჩაგივლის და სახლს დაგისუფთავებს.

Extra გპირდება ძალიან სწრაფ მიწოდებას და საუკეთესო ფასის გარანტიას, რაც იმის შესაძლებლობას გაძლევს, რომ შეიძინო საუკეთესო ფასად, ქართულ ბაზარზე.




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა