|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სკანდალური" საერთაშორისო ფესტივალი ტარდება

ქუთაისში ძაღლების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ქუთაისის მერია ფესტივალისთვის ავიაბილეთების შესყიდვაზე  ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 1 600 ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძაღლების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეკონომ კლასის ორმხრივი ავიაბილეთების (2 ბილეთი) შეძენა.  მიმართულებებით, ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი, კიევი-ქუთაისი- კიევი. 

ძაღლების საერთაშორისო ფესტივალი 17-18 სექტემბერს  ჩატარდება.

მსგავსი ფესტივალი 2015 წელს „ორმაისობას“ ჩატარდა, სადაც   სხვადასხვა ქვეყნიდან 300-მდე ძაღლი იღებდა მონაწილეობას. 

ძაღლების საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე თვის წინ უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მირანდა კუპრავას პოსტმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულის გამო ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ბოდიში მოიხადა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა