როდის უნდა გამოვიყენოთ ფეხსაცმლის ჩასაფენი?
ფეხსაცმლის ჩასაფენი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. ფეხსაცმლის ჩასაფენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- მაღალი თაღი;
- პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;
- ქუსლის დეზი;
- აქილევსის მყესის დაზიანება;
- სხვადასხვა ტერფის პათოლოგია.
ამ დაავადებების მკურნალობის პროცესში აუცილებელია ფეხსაცმლის ჩასაფენის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან აქტიური დატვირთვის დროს. ფეხსაცმლის ჩასაფენების ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
- ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
- სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
“ახალი ხედვის” ფეხსაცმლის ჩასაფენის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ.
ავტორი:

_2.jpg)

.jpg)
.jpg)

















