„შოთა მურღულიას ნება რომ ყოფილიყო, მეტი საქმე გაკეთდებოდა“-მერის მრჩეველი
ქუთაისის მერის მრჩეველის პოსტს ზურაბ ხურციძე შეინარჩუნებს. როგორც ხურციძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის კვლავ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებას ჩაიბარებს.
ხურციძემ წინა მერის უმოქმედობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილიყო შოთა მურღულიას ნება, განაშენიანების გეგმა დამტკიცდებოდა, რაც ქალაქში ბევრ უკანონო მშენებლობას შეაჩერებდა.
„რომ ყოფილიყო წინა მერის ნება, მეტი საქმე გაკეთდებოდა. განაშენიანების და რეგულირების წესი, რომელიც დასრულებული იყო, ასევე ელექტრონული რუკა, გაკეთებული იყო და არ მიიღეს. წელიწადზე მეტია, გაკეთებულია ეს რუკა. მერმა არ დაამკიცა ეს გეგმა. ასევე უსახური და უკანონო მშენებლობები, რომელიც გრძელდებოდა, არ განხორციელდებოდა კოეფიციენტებიდან გამომდინარე და ავიცილებდით ბევრ უსახურ და არაკანონიერ მშენებლობას", -განაცხადა ზურაბ ხურციძემ. მისი თქმით, შესაძლოა, ამ სიაში „მაკდონალდსიც“ მოხვედრიყო.
კითხვაზე, საუბრობდა თუ არა ამ საკითხებზე შოთა მურღულიასთან მრჩევლის პოსტიდან, აცხადებს, რომ მას არაერთხელ ქონია ამაზე საუბარი, მაგრამ უშედეგოდ. ხურციძის თქმით, მას განაშენიანების გეგმისა და ელექტორნული რუკის დამტკიცებისთვის საკუთარი ინტერესი ქონდა, რაც პრემიას გულისხმობდა.
„ჩემი პირადი ინტერესიც მქონდა, პრემიები გვქონდა დაპირებული, თუ გეგმა გაკეთდებოდა და არ მოგვცა, რადგან გეგმა არ დამტკიცდა, მაგრამ პირველ რიგში ქალაქის ინტერესი იყო, რადგან ქალაქისთვის იყო ეს ძალიან კარგი. არსებობს მასალა და ალბათ, ახალი მერი მიიღებს, მაგრამ დრო დაიკარგა, რამაც აურყოფითად იმოქმედა“, -აცხადებს ზურაბ ხურციძემ.
ზურაბ ხურციძე, რომელიც არასამთავრობი სექტორს წარმაოდგენა, შოთა მურღულიას მრჩევლად მისი არჩევიდან მალევე დაინიშნა. მურღულიას ხუთი მრჩეველი ყავდა, გიორგი ჭიღვარიამ მათი რაოდენობა 3-მდე შეამცირა.
მერის ორი მრჩეველის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















