საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით "საიამ" საოლქო კომისიას მიმართა
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციამ სარჩელით საოლქო საარჩეცვნო კომისიას მიმართა. ორგანიცაციის სარჩელი ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ლევან გოგელაშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის ფაქტს უკავშირდება.
"2016 წლის 16, 18, 19 აგვისტოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, სამუშაო დროის განმავლობაში, ეწეოდა წინასაარჩევო აგიტაციას. კერძოდ, განათავსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი ინფორმაცია"-ნათქვამია საიას განცხადებაში.
საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განმარტებით, „2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ“ მემორანდუმის პირველი მუხლის განმარტების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, სამუშაო დროის განმავლობაში, სავარაუდოდ ეწეოდა წინასაარჩევო აგიტაციას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
საკითხთან დაკავშირებით საოლქო საარჩვნო კომისიამ მოკვლევა უკვე დაიწყო. გადაწყვეტილების მისაღებად მას 15 დღე აქვს.
აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო ლევან გოგელაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთeბა არ ისურვა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















