"საიას" ქუთაისის ფილიალს ზაალ გორგიძე უხელმძღვანელებს
"საიას" ქუთაისის ხელმძღვანელად ზაალ გორგიძე შეირჩა. ის ფილიალის გამგეობის შემადგენლობაში საქმიანობდა.
ზაალ გორგიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში 2003 წლიდან მუშაობს.
2000-2003 წლებში იყო შპს. ო. ჩხობაძის სახელობის სამკურნალო სარეაბილიტაციო რეგიონალური კლინიკური ცენტრის იურისტი, ხოლო 2001-2003 წლებში საქ. სტანდარტის იმერეთის ტერიტორიული ორგანოს იურისტი.
ახალი ხელმძღვანელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას 5 მარტს გამართავს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში "საიას" ქუთაისის ფილიალს გიორგი სანტურიანი ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
















