სამტრედიაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენების არსებობას მოსახლეობა აპროტესტებს
სამტრედიაში, სოფელ მელურაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გროვდებოდა, - ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მოსახლეობა გაუსაძლის სუნსა და ინფექციების გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. როგორც ისინი აცხადებენ, თვითნებურ ნაგავსაყრელზე ადამიანის სხეულის ნაწილებია, რომელიც სამედიცინო მანიპულაციების შედეგია.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამედიცინო დარჩენები აქ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კლინიკიდან მოჰქონდათ. მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მათ პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ბრალი სს კოდექსის 280-ე მუხლით აქვთ წარდგენილი.
სამტრედიის მერი დავით ბახტაძე აცხადებს, რომ მედიაში გასული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დასუფთავება მოხდება.
ავტორი:



13:08
















