„საქართველოს განვითარების ფონდი" და „აწარმოე საქართველოში" ერთიანდება
„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „საქართველოს განვითარების ფონდი" და „აწარმოე საქართველოში" გაერთიანდება ერთ სუბიექტად, რომელსაც სახელმწიფო ბანკი ერქმევა.
პრემიერის განმარტებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.
„არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი:



16:29
17:53
12:49
11:13
















