|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა  9–15 გრადუსი იქნება, მთაში მოთოვს.


7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი.


8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს,  მ
აღალმთაში მოთოვს,  თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება. 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა