შაორის ახალგაზრდულ ბანაკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შაორის ახალგაზრდული ბანაკის სრული რეაბილიტაციის შედეგად, ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტების ახალგაზრდული ბანაკი შეიქმნება, - განაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მიიღო.
მთავრობის ინფორმაციით, საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება. მოხდება ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი კოტეჯების, სცენისა და ბუნგალოს დემონტაჟი.
საბანაკე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.
რეაბილიტაციის შემდეგ ბანაკი ერთ ნაკადზე 150 ახალგაზრდას უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბანაკის რაოდენობრივ დატვირთვას.
რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ავტორი:



15:53
17:19
16:42
12:22
















