"შშმ პირი თუ მოვა არჩევნებზე, დაგვიძახებს, გავიქცევით და გავუღებთ კარს"
„შშმ პირი თუ მოვა არჩევნებზე, დაგვიძახებს, გავიქცევით და გავუღებთ“, -განაცხადა #22 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ. უბანი #8 საჯაროს სკოლაშია განთავსებული, რომელსაც ეზოში შესასვლელი ორი ჭიშკარი აქვს. ერთი ჭიშკარი, რომლითაც ამომრჩევლები სარგებლობენ, ეზოს კიბით უკავშირდება, მეორე კი, დაკეტილია. ეზოში შშმ პირების გადაადგილება შეუძლებელია. კითხვაზე, როგორ მოახერხებენ შშმ პირების მომსახურებას, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა:
„არ გვყავს მსგავსი ამომრჩეველი, მაგრამ თუ მოვიდა, ვინმე დაგვიძახებს, გავიქცევით და გავუღებთ კარს“-განაცხადა ფატიმა მესხმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საარჩევნოდ უბნების ადაპტირება ვერ მოესწრო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















