სიფიო როინიშვილს გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება
სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. მილოცვებს ვიღებ, - ამის შესახებ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე სოფიო როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოქმი, რომელიც როინიშვილს ჩაბარდა, წერია, რომ მისი 9 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, იმავე საფუძვლით, როინიშვილი ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად. 24-დან 28 იანვრამდე პერიოდი გურჯაანის იზოლატორში გაატარა.
ცნობისთვის, სოფიო როინიშვილი მუსიკის მასწავლებელია, ის ქუთაისის ორი სკოლიდან სამოქალაქო აქტიურობის გამო გაუშვეს. ამჟამად ის თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუშაობს.
ავტორი:




16:16
14:41
11:37
19:04
















