|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნარკოდამოკიდებულები ქუთაისში ყველაზე საშიშ ნარკოტიკებს მოიხმარენ

ქუთაისში ნარკომანიით დაავადებულების უმრავლესობა, "კრაკადილის" მომხმარებლები არიან. ე.წ. "კრაკადილი, როგორც ირკვევა, ნარკოტიკულ საშუალებებს შორის ყველაზე, საშიშია.

ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის სპეციალისტების აზრით, "კრაკადილის" მასიური "გაპოპულარება" ნარკოტიკის ფასმა გამოიწვია. "მაგალითად ერთი აბი სუბოტექსი 800-1000 ლარი ღირს. "კრაკადილი" კი ნარკომანიით დაავადებულებს, მხოლოდ 30 ლარი უჯდებათ," – განმარტავენ სპეციალისტები. მათივე თქმით, მასიურად გავრცელებული "კრაკადილი" ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათოა.

"ამ ნარკოტიკის გამოყენებით, ნარკომანიით დაავადებულები ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენს აწერენ ხელს," – ამბობს ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ფოფხაძე.

ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალება "კრაკადილი", ხელით მზადდება. "კრაკადილის" შემცველობაში კროტი, ბენზინი, სედალგინი, იოდი და გოგირდი შედის. აღნიშნული შემადგენლობით დამზადებული ნარკოტიკი, სპეციალისტების თქმით, პირველ რიგში, ადამიანის ფიზიკურ დეგრადირებას იწვევს. 

"ასეთი წესით მომზადებული ნარკოტიკის გამოყენების შემდეგ,  ის ადგილი, სადაც ნარკომომხმარებელი "კრაკადილს" იკეთებს, ხმება და შავდება. ბოლოს, კანი შავი და მაგარი წერტილებით ივსება. ასე, რომ ადამიანის კანი, ნიანგის კანივით უხეში ხდება. სწორედ ამიტომ ეძახიან ამ ნარკოტიკს "ნიანგს," – ამბობს ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი  მერაბ ფოფხაძე. 

ადამიანები, რომლებიც წარსულში წამალდამოკიდებულები იყვნენ, "Newpress.ge" – თან საუბარში "კრაკადილის" საშიშ შედეგებზე საუბრობენ. მათი თქმით, თითოეულმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა იცის, რომ "კრაკადილის" გამოყენებით, სიცოცხლეს წირავს. თუმცა ამ ნარკოტიკს ისინი მისი დაბალი ფაისის გამო ირჩევენ: "ყველამ წინასწარ იცის, რომ  "კრაკადილის" გაკეთებით  მალე დაიღუპება. მაგრამ როცა ფული არა გაქვს,  "ლომკის" მოსახსნელად ყველაფერზე მიდიხარ,განმარტავს "Newpress.ge"–ის რესპონდენტი.

ნარკოტიკული საშუალება "კრაკადილი," როგორც ირკვევა, თავდაპირველად ევროპაში გაჩნდა. ევროპელები "კრაკადილს" მინიმალური ღირებულების გამო, "ღატაკთა ნარკოტიკს" უწოდებდნენ.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა