|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ ახერხებენ, უპატრონო ძაღლების პრობლემის მართვას ქუთაისში

ქუ­თა­­სის ქუ­ჩებში, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ძაღ­ლები ჯერ კი­დევ მრა­­ლად და­დი­ან. შე­საბამი­სად, ქა­ლაქ­ში პრობლე­მა კვლა­ვაც უმარ­თა­ვი რჩება.

ინ­დ.მე­წარ­მე კი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში უმეთ­ვალყურე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ძაღ­ლების ბედ­ზეა პა­სუხის­მგებელი, მი­ზე­ზად არა­საკ­მა­რის ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს ასახელებს.

ქუ­თა­ის­ში უმეთ­ვალყურე­ოდ დარ­ჩე­ნილ ძაღ­ლებზე პა­სუხის­მგებლობა, ინდ მე­წარ­მე  „სერ­გო ვე­რუ­ლაშ­ვილს\" აქვს აღებული.

კომ­­ნია „სერ­გო ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი\" ქუ­თა­­სი­დან 300 მეტ­რის მო­შო­რებით, ე.წ. მე-11 „ატე­კის\" ამორ­ტი­ზებულ შე­ნობაშია გან­თავ­სებული. სა­დაც სულ 6 თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შაობს. მარ­თა­ლი­ა, მათ სპე­ცი­­ლუ­რი ძაღ­ლსა­ჭე­რი მან­ქა­ნები არ ჰყავთ, თუმ­ცა ძაღ­ლების და­ჭე­რას,  ისევ ძვე­ მე­თო­დით - მა­შებით ახერხებენ.

თუმ­ცა, რო­გორც კომ­პა­ნი­­ში გან­მარ­ტა­ვენ, მათ  ქა­ლაქ­ში მყოფი უპატ­რო­ნო ცხოვე­ლების მარ­თვა უჭირთ. რა­საც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები ორი მი­ზე­ზით, არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სებითა და ქა­ლაქ­ში ძაღ­ლსა­ფა­რის არარ­სებობით ხსნი­ან.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კომ­პა­ნი­ის­თვის,  უმეთ­ვალყურე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვე­ლების სა­მარ­თა­ვად, ქუ­თა­­სის ბიუჯეტი­დან,  მიმ­დი­ნა­რე წელს, 50 000 ლა­რი გა­მოიყო.

„ჩვე­ნი მცი­რე ბიუჯეტით და არა­საკ­მა­რი­სი რე­სურ­სებით, სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ვუმ­კლავ­დებით უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნილ ცხოვე­ლებს. რაც შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თებთ, თუმ­ცა ამ პრობლე­მის სრუ­ლად მარ­თვა ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტება, ამი­ტომ აუ­ცი­ლებელია ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობამ დრო­­ლად იფიქ­როს ძაღ­ლსა­ფა­რის მოწყობაზე. რაც თა­ვის­თა­ვად ჩვენს შრო­მას შე­ამ­სუბუქებს და ასე­ვე, ქუ­თა­ის­ში უპატ­რო­ნო ზაღ­ლების პრობლე­მის მარ­თვა სრულ­ფა­სოვ­ნად მოხერხდება,\" - ამბობს კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სერ­გო ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახსე­ნებთ, რომ ძაღ­ლსა­ფა­რის მოწყობა ქუ­თა­ის­ში, ჯერ კი­დევ გა­სულ წელს იგეგ­მებოდა. თუმ­ცა ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის მი­ერ შე­მუ­შა­ვებული პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახმა­დაც ე.წ. „იპოდ­რო­მის\" ტე­რი­ტო­რი­­ზე ძაღ­ლსა­ფა­რი უნ­და აე­შე­ნებინათ, ცენ­ტრა­ლურ­მა ხელი­სუფ­ლებამ ქუ­თა­­სის მე­რი­ას არ და­­ფი­ნან­სა.

ავტორი: ჯანაშია ანა

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა