პუტინი ჰოლივუდის ყველაზე მოდურ სათვალეს ატარებს
მთელი შაბათი-კვირა ინტერნეტ-სივრცეში გაცხარებული განხილვა მიდიოდა ვლადიმერ პუტინის ტუვაში თევზაობის ამსახველი კადრების ირგვლივ. ჩვენ არ ჩავეძიებით რუსეთის პრეზიდენტის წეეკანდ-ის დეტალებს, უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებთ მის მოდურ აქსესუარებზე – Blancpain-ის საათსა და Chrome Hearts-ს მზის სათვალეზე.
საათს სახელწოდებით Blancpain Leman Aqua Lung Big Date-ს ძალიან საინტერესო ისტორია უკავშირდება. 2009 წელს ტუვაში ერთდღიანი შვებულების დროს პრეზიდენტმა ეს საათი აჩუქა... მწყემსის შვილს. თუმცა, ახალ ფოტოზე პუტინს კვლავ იგივე საათი უკეთია. ბლოგერების დაეჭვებაზე ფოტოსა თუ პუტინის გულჩვილობის ისტორიის რეალურობის შესახებ, პრეზიდენტის პრესსამსახურმა უპასუხა:
\"დიახ, ეს ისეთივე საათია, თუმცა არა ის, რომელიც პრეზიდენტმა მწყემსის შვილს აჩუქა. უბრალოდ, ბატონი პრეზიდენტი ძალიან მიჩვეული იყო ამ საათს და მალევე შეიძინა ახალი\".
საათთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მზის სათვალის რუსეთის პრეზიდენტისეული არჩევანი გასაოცარია. ამერიკულმა მარკამ Chrome Hearts, რომელიც 1988 წელს დაარსდა, მოდის სამყაროში მოღვაწეობა სამოსისა და ტყავის აქსესუარების წარმოებით დაიწყო.
\"ქრომის გულების\" აქსესუარებს ატარებენ ბრიტნი სპირსი, შერი, მერილინ მენსონი, ელტონ ჯონი (მან კი ნამდვილად იცის კარგი სათვალის ფასი), ოზი ოზბორნი და ბევრი სხვა ვარსკვლავი. Chrome Hearts-ს აქსესუარებს არაერთხელ მოუპოვებია სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულიც – ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) უმაღლესი პრემია.
წყარო: marao.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 75%
არა - 25%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა