|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს პაემნის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 64%- სურვილი აქვს, დანახარჯი ორივე მხარემ გაინაწილოს.

მამაკაცების 44% აღიარებს, რომ მათ პარტიორის მიმართ ინტერესი ეკარგებათ, თუკი მას ფინანსური წილი არ შეაქვს მომავალ ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ მამაკაცთა 76%- ეუხერხულება  მანდილოსნისთვის თანხის გამორთმევა.

ფსიქოლოგ დევიდ ფრედერიკის თქმით, ანალიზი აჩვენებს, რამდენად შეიცვალა გენდერული ნორმები. ტრადიციული სქემა, დაკავშირებული ქალის პატივისცემასთან, წარსულს ჩაბარდა.

რაც შეეხება გამოკითხულ ქალებს, მათი 57% მამაკაცს პაემანზე ხარჯის თანაგადახდას სთავაზობდა, თუმცა 39%- იმედი ჰქონდა, რომ მამაკაცი ამაზე უარს იტყოდა.


წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა