|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას განწირულად მიიჩნევენ

დასავლური მედიის წარმომადგენლები სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას განწირულად აღიარებენ. თუმცა, ბოიკოტის თემას მაინც არ ეშვებიან ლგბტ თემის წარმომადგენლები.

„როგორი ზიზღისმომგვრელიც არ უნდა ეჩვენოს დასავლურ საზოგადოებას ჰომოფობია, მათი აღშფოთებები არ შეცვლის რუსი მოსახლეობის დამოკიდებულებას მათი „ციხის კულტურის“ მიმართ,“ –აღნიშნავენ რუსეთის კულტურის მკვლევარნი. 

New Republic-ს  ჟურნალისტის იულია იოფეს აზრით, საერთაშორისო საზოგადოების ბოიკოტიც და აღშფოთებაც არაფრის მომტანია, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის მასშტაბებს რუსეთში.

რუსები ლიდერობენ დანგრეული ოჯახების და აბორტების რიცხვით, მათი კანონმდებლობა ამ მიმართულებით ერთ– ერთი ყველაზე ლიბერალურია, ქორწინებამდე სექსი და არასრული ოჯახები ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს,  რუსები საშინელი რეტროგრადები არიან. მათი 74% თვლის, რომ ეს რაღაც ფორმით გადახრაა, – მოჰყავს მონაცემები ჟურნალისტს.  იულია იოფე მკითხველს ახსენებს, რომ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მხოლოდ 1973 წელს ამოიღეს ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან. რუსეთში კი ჰომოსექსუალიზმზე არასწორ წარმოდგენას ამყარებს შიში, მათი ციხის კულტურის მიმართ, სადაც ჰომოსექსუალიზმი დამამცირებელი ტვირთია გამოუცდელი და სუსტი პატიმრებისთვის, რომელთაც აუპატიურებენ უფრო ძლიერი თანაკამერლები.

დღევანდელ რუსეთში ჰომოფობია იკვებება ასევე ანტიდასავლურობით. რუსები კვლავ მიიჩნევენ ამერიკას #1 მტრად, რომელსაც სურს რუსებს მოახვიოს თავს საკუთარი წესები და ჰომოსექსუალიზმით დააავადოს ისინი, – აღნიშნავს ჟუნალისტი.

15 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში ცნობილმა რუსმა  სპორტსმენმა ელენე ისინბაევამ გააკრიტიკა შვედი მძლეოსანი, რომელმაც მხარდაჭერის ნიშნად ფეხები ლგბტ ცისარტყელას ფერებით გაიფერადა. ჩვენთან კაცები ცხოვრობენ ქალებთან და ქალები კაცებთან. ასე მოეწყო ისტორიულად. რუსეთში ასეთი პრობელმა არასდროს ყოფილა და ჩვენ არ გვინდა ამ პრობლემის გაჩენა მომავალშიც“, – განაცხადა მან.

ამიტომ იულია იოფეს აზრით, შეუძლებელია ამოძირკვო ჰომოფობიის ასე გავრცელებული იდეა გარედან. რუსი საზოგადოება თავად უნდა გაერკვეს მსგავს საკითხებში, – ასკვნის ჟურნალისტი. 

წყარო www.NewRepublic.com

ავტორი: ნოუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა