|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყნების ათეულში საქართველო მესამე ადგილზეა

საქართველო ყველაზე მეგობრულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. სტატიას და რეიტინგს Hubpages-ი აქვეყნებს. 
სტატიაში წერია, რომ საქართველო ევროპისა და აზიის შუაში მოქცეული კონტრასტული სამხრეთ კავკასიური ერია.

„აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ათწლეულების განმავლობაში რთული პერიოდი განვლეს. ისინი იუმორის გრძნობითა და ზრდილობიანობით, თავიანთი ქვეყნის შესახებ კეთილი საქმეებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან“, - ნათქვამია სტატიაში.
რეიტინგში მეორე ადგილზე ფიჯი მოხვდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა მათ ღიმილი უბოძა, რადგან ფიჯის მოსახლეობა ყველა დამსვენებელსა და ტურისტს ღიმილით მასპინძლობს.
სიის პირველ ადგილზე კოლუმბიაა. კოლუმბიელთა დიდი უმრავლესობა ისეთი მანერებით გამოირჩევა რასაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ. კოლუმბიაში დატკბებით უგემრიელესი ყავითა და კარიბის ზღვის ულამაზესი სანაპიროთი ისიამოვნებთ. ნებისმიერ დროს კოლუმბიელები მოწადინებულნი არიან დაგათვალიერებინონ საკუთარი ქვეყანა და სახლში მიგიპატიჟონ.
მეოთხე ადგილს ვიეტნამი, მეხუთე ადგილს კი კანადა იკავებს, რომელიც კველევაში, „მსოფლიოს ყველაზე ცოცხალი ქალაქი,“ - კანადის ქალაქები ყოველთვის ტოპ ათეულში არიან. ემიგრანტები და მოგზაურებიც კანადის მაცხოვრებლებს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ შვილების გასაზრდელად კანადა საუკეთესო ადგილია. 
მეექვსე ადგილზე ახალი ზელანდიაა, რომელიც საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება.
მეშვიდე ადგილზე მოხვდა თურქეთი, რომელიც დიდი ხანია ევროპის ყველაზე მეგობრულ მასპინძელ ქვეყნად მიიჩნევა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ევროპელთა უმრავლესობა ყოველწლიურად დასასვენებლად თურქეთში ჩადის. 
მერვე ადგილზე სამხრეთ ამერიკის ყველაზე წარმატებული და კომუნიკაბელური ერი - ჩილეა, მეცხრე პოზიცია კი მალავის უკავია. ბოლო, მეათე ადგილს იკავებს ინდონეზია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად დასახლებული მეოთხე ქვეყანაა, მისი მოსახლეობა 240 მილიონია. ინდონეზიაში მოგზაურობა სუმატრადან დაწყებული და ბალიმდე დამთავრებული ყველასათვის სასიამოვნო ხდება სასიამოვნო ადამიანების წყალობით.


წყარო: "ინფო–9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა