"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ოფისის წარმომადგენლები ზეწოლაზე საუბრობენ
"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ოფისის წარმომადგენლებზე ზეწოლა ხორციელდება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. მათი განცხადებით, კოორდინატორ ავთანდილ ედიბერიძეზე განხორციელდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი, რომლის მიხედვით, თუ კი არ გაჩერდება, მას და მის ოჯახს უახლოეს მომავალში პრობლემები შეექმნება.
"ჩვენი კანდიდატების მისამართით იმატა სხვადასხვა სახის ზეწოლამ და მუქარამ. ჩვენ არ გავჩერდებით და ნებისმიერ თანამებრძოლზე განხორციელებული ზეწოლაზე იქნება შესაბამისი რეაგირება. ავთანდილ ედიბერიძეზე განხორციელებული მუქარა არის ერთი პრეცენდენტი იმისა, თუ როგორ ცდილობს უუნარო და უსუსური "ქართული ოცნების" მთავრობა არჩევნებში გამარჯვებას. მათ უკვე აღარ დარჩათ არანაირი პოლიტიკური რესურსი და აგრძელებენ წინა მთავრობის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას", –განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია შალამბერიძემ.
მისივე განცხადებით, თუკი არ მოხდება საკითხის დროული შესწავლა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ისინი პროკურატურას მიმართავენ.
ორგანიზაციაში მომხდარს 22 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირებენ.
ორგანიზაციის წევრებზე წეზოლის ფაქტები რამდენიმე კვირის წინაც განხორციელდა. მაია შალამბერიძე აცხადებდა, რომ მის ორგანიზაციაზე თავდასხმა იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















