|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინათინ ხიდაშელი: "ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ"

„ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს.

„ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონიათ“, _ ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც ხელი 2016 წლის 6 ივლისს, ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის დროს მოეწერა.

თავად ჯონ კერი ხელმოწერილ მემორანდუმს მაღალ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ მემორანდუმი მოიცავს თავდაცვისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს. „ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტურობას გაზრდის. დამხმარე მექანიზმი იქნება განათლების სფეროში, იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური სფერო. დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები დავნერგოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომ მოვემზადოთ ნატოს მიმართულებების განსახორციელებლად".

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ფაქტი ისტორიულია, რადგან საქართველომ 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში პირველად მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარებას ითვალისწინებს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების აქცენტი წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო საერთაშორისო მისიებთან და მიბმული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან. დღეს დამატებით მივიღეთ შეთანხმება, რომლის ამოცანა ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში ამერიკული მხარის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღებაა. ეს არის ამ მემორანდუმის ყველაზე მთავარი გზავნილი“, _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა სამი მთავარი მიმართულებით განხორციელდება. მოქმედების კონკრეტული გეგმა კი, 2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი შეხვედრების დროს გაიწერება.

თავდაცვის მინისტრი მემორანდუმის ძირითად საკითხთა ჩამონათვალს აკეთებს:

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოზე იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ერთგვარი ემბარგო იყო დაწესებული. ბატონმა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა შეთანხმების შემდეგ;

მეორე, ეს არის ტექნიკური პროცედურის მომზადება, რაც ასევე დიდი ხანია არ ყოფილა, ბუნებრივია, საუბარია სამხედრო სფეროზე;

მესამეა სპეციალური პროგრამები, რომლებიც, სწორედ, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან".

ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სხდომა ვაშინგტონში 2016 წლის 20 ივლისს იგეგმება. თავდაცვის მინისტრის აზრით 2016 წლის ბოლომდე მემორანდუმის განხორციელების პროცესი უნდა დაიწყოს. „ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს". ჯონ კერის ვიზიტისა და აშშ-სთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საზოგადოებაში მის შინაარსსა და ძირითად კომპონენტებზე გაჩენილი კითხვების საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია თV 1-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. 

თინა ხიდაშელი: „ზუსტ დროს, ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე, ზუსტ ადგილზე, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქიდან, ზუსტი გზავნილი, რომ აშშ პირველად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 25-წლიანი ისტორის განმავლობაში, გადადის საქართველოსთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე, დაგვეხმაროს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების წინააღმდეგ ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. რას ნიშნავს ეს? ჩვენ აქამდე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამ თანამშრომლობის მთავარი ქოლგა იყო ის, რომ აშშ ჩვენ გვეხმარებოდა საერთაშორისო მისიებისთვის, გვეხმარებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად სწორედ ამ მისიებში სამსახურისთვის“.

„ეს არის თვისობრივად ახალი ეტაპი ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში. რა თქმა უნდა, სასარგებლოა და უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მაგრამ თვისობრივად ახალი იმიტომაც, რომ ამით აშშ უკვე ხდება სტრატეგიული პარტნიორი ამოცანების, პრობლემების, წინააღმდეგობების გადალახვის გზაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე“.

„ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, მაგრამ ბუნებრივია ეს ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია“.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი