|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა - „მაღაროელი“

ტყიბულში ერთ-ერთ შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფბ გვერდი „მაღაროელი“ ავრცელებს. 
„მოგესალმებით, მეგობრებო. სამწუხარო ამბავი გვაქვს — გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტყიბულში ერთ-ერთ შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ერთი მშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.
ჭიათურელი მაღაროელების სახელით, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მეგობრებო, მშრომელებო,
იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, აუცილებელია ყველა საწარმოში, განსაკუთრებით კი შახტებსა და მაღაროებში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე საჭიროა, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეგულარულად და ეფექტურად განახორციელონ კონტროლი", - ნათქვამია „მაღაროელის“ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: