|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემები გავიდა

უკრაინის შავი ზღვის პორტები მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  

„საკურას“, რომელიც იუჟნიდან გაემგზავრა, იტალიაში 11 000 ტონა სოიო გადააქვს, ხოლო „არიზონას“, რომელიც ჩერნომორსკიდან გავიდა, სამხრეთ თურქეთში 48 458 ტონა მარცვლეული გადააქვს.

 

როგორც ცნობილია, რუსული ბლოკადის გამო უკრაინაში მილიონობით ტონა მარცვლეული დარჩა, რამაც სხვა ქვეყნებში საკვების დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

თებერვლის შემდეგ უკრაინის პორტი პირველმა გემმა გასულ კვირას დატოვა. უკვე გასულია 6 გემი. უკრაინიდან მარცვლეულის გატანა გასულ თვეში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით რუსეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. შეთანხმება, რომელიც  120 დღის განმავლობაშია ძალაში, შეიძლება განახლდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.

უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ დაწესებული ბლოკადის შედეგად ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია ჩარჩენილი. თუ შეთანხმება შენარჩუნდება, უკრაინა თვეში სამ მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა