|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვრჩები დავით უსუფაშვილის გუნდის წევრად" - ნატო ქათამაძე

"რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ. როგორც "ნიუპრესთან" საუბარში მან გადაცხადა, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ქონდა,  თუმცა უსუფაშვილის განცხადებამ მოვლენები დააჩქარა. ქათამაძე პარტიაში არსებულ აზრთა სახვადასხვაობაზე საუბრობს და აცხადებს;  „როდესაც რაიმე არ მოგწონს ან უნდა შეცვალო, ან წახვიდე“.

თუ რა წინააღმდეგობები არსებობდა პარტიაში,  ამის შესახებ ქათამაძეს საუბარი არ სურს და აღნიშნავს, რომ ეს პარტიის შიდა სამზარულოა.

„ამ პარტიასთან  13 წელი მაკავშირებს, ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც  ისევ ვაპირებ მეგობრობის გაგრძელებას“,-აღნიშნავს ის.

ქათამაძის განცხადებით, ის რჩება დავით უსუფაშვილის გუნდის წევრად. რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას, ქათამაძის განცხადებით, ის მაჟორიტარი დეპუტატია და საკრებულოდან წასვლას არ აპირებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა