|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში გარევაჭრეებს ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ საქმიანობა აეკრძალათ

ჭიათურაში, რამდენიმე დღეა გარევაჭრობის წინააღმდეგ აკრძალვები ამოქმედდა. 

გარემოვაჭრეებს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობის ნებას არ აძლევენ.  მუნიციპალიტეტის მერიაში ფაქტს ქალაქის იერსახეზე ზრუნვასა და სანიტარული ნორმების დაცვას უკავშირებენ. 

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს,  შესაბამისმა სამსახურებმა, უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება  4 იანვარს, ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს,   გარემოვაჭრეებისაგან განთავისუფლდა ასევე „მაღაროელთა მოედანი.“ აღნიშნული ტერიტორიები კი კეთილმოწყობის სამსახურმა დაასაუფთავა. 
 მერია ანალოგიურ ღონისძიებების გატარებას  მომავალშიც გეგმავს.

 მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეები ჭიათურის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა  რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა. 
 გარე მოვაჭრეებს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე პირადად ადგილზე შეხვდა და განუცხადა, რომ ყოფილი მათთვის სპეციალური ბაზრობა ,,უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.





ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა