|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებს და მცირე ზომის მცენარეებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მათივე ინფორმაციით, მოხდა ძირითადი კერების ლიკვიდაცია და ამ დროისთვის ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები და დამწვარი ფართობის ოდენობა ამ დროისათვის უცნობია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა