წყალტუბოს საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
21 მაისს წყალტუბოში შუალედური არჩევნები იმართება. #58–ე საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. რაც არის თანხმობა იმისა, რომ კომისიის წევრები არჩევნების წინ და არჩენების დღეს არ მიიღებენ პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობას, არ მოახდენენ აგიტაციას.
კომისიის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ხელს ყოველი არჩევნების წინ აწერენ.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს #58–ე კომისიის 5 წევრს ბრალად აგიტაციაში მონაწილეობა ედება, რის გამოც საქმე სასამართლომ განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















