|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის აფეთქებისას დაშავებული მუშები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე მუშა ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული.  61 წლის დავით მელქაძე, რომლის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა, საავამყოფოში თავის ტრავმით  მოხვდა. არსებული ინფორმაციით, მას სხვა ტრავმებთან ერთად თავი აქვს გატეხილი.

რაც შეეხება 58 წლის ფირუზ გოგნაძეს და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილს, მათ ხერხემლისა და ზურგის არეში მიიღეს დაზიანებები, ასევე აქვთ კიდურების მოტეხილობები.

ხაშურის საავადმყოფოს მიმღებში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის პაციენტებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა