ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა
ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი აცხადებს, პრემია დეკემბრის ბოლოს 130 თანამშრომელზე გაიცა. თანამშრომლებმა საახალწლოდ 100-100 ლარი მიიღეს. გასულ წელს ხარაგაულის მერიაში სულ 14 600 ლარის პრემია გაიცა.
თებერვალში 1600 ლარის ოდენობით პრემია გაიცა გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძეზე. სხვა თანამშრომლებს წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.
რა ოდენობის პრემია-დანამატი გაიცა იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში "ნიუპრესი" გაგაცნობთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















