"ხეები ყოვლად უნებართოდ მოიჭრა"-წყალტუბოს გამგეობა
"ხეების მოჭრას ჭირდებოდა ნებართვა და ყოვლად უნებართოდ მოიჭრა" - განუცხადა "ნიუპრესს" წყალტუბოს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან ჩაკვეტაძემ. როგორც მან აღნიშნა, ხეები, რომლებიც წყალტუბოს გზაზე მოიჭრა, შესაძლოა, წითელ წიგნში იყო შეტანილი და მის მოჭრას ნებართვა ჭირდებოდა.
"შესაძლოა, ეს ხეები წითელ წიგნშია შეტანილი და მისი მოჭრისათვის ნებართვა ჭირდებოდათ. გაშვებული მყავს ჯგუფი და ვამზადებთ მიმართავს გარემოს ზედამხედველობის სამსამხურის სახელზე, რომ ჯარიმა გამოეწეროს, "მარადისობა 2010" არის ორგანიზაცია, რომლის მფლობელობაშიცაა აღნიშნული ადგილი. მათ ჩვენთვის არ მოიმართავთ", -განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
მისივე განმარტებით, გორა-საქუსლიას ტერიტორიის განკარგვა 2009 წელს გადაეცა ქუთაისს და ზედამხედველობას ახდენს ქუთაისი როგორც გზაზე, ასევე სასაფლაოზე, რაც დაფიქსირებულია საჯარო რეესტრში.
"ქუთაისის განკარგვის ქვეშ არის ტერიტორია და ნებართვაც ქუთაისს უნდა გაეცა, თუ ეს ორგანიზაცია ჩვენ მოგვმართავდა ამ საკითხზე ჩვენ და ქუთაისი შევთანხმდებოდით, მაგრამ საერთოდ არ მოსულა ჩვენთან განცხადება. ქუთაისს მიმართა თუ არა, ეგ ცალკე საკითხია, რაც მე არ ვიცი"-განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
წყალტუბოს გამგეობის წარმოამდგენლის ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და განმარტავენ, რომ ადგილი წარმოადგენს ტყეს და სატყეო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამიტომ ხეების მოჭრის ნებართვაც არა ქუთაისს, არამედ სატყეო დეპარტამენტს უნდა მიეცა.
მომხდარში დარღვევას ვერ ხედავს გარემოს დაცვის სამინისტრო.
ქუთაისის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები დაუნდობლად ნადგურდება
"მაქვს სასაფლაოს მოწყობის, ასევე ხეების მოჭრის ნებართვა"
წყალტუბოს გზაზე ხეები კანონიერად მოიჭრა - გარემოს დაცვის სამინისტრო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















