ზესტაფონის მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ზესტაფონში მერიის შენობასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს. მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მერიამ ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელა. მათი თქმით, მერიის გადაწყვეტილება უკანონოა.
"სოფლის დეპუტატმა პოლიტიკური ნიშნით გამომიცხადა დევნა. მე ყოფილი დეპუტატის კახა შავგულიძის კადრად მომიაზრებს, რის გამოც გამათავისუფლა სამსახურიდან,"-განაცხადა სოფელ ქვედა საქარის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა სპეციალისტმა ელზა ნებიერიძემ.
ზესტაფონის მერიაში განმარატავენ, რომ მერიაში რეორგანიზაცია მოხდა. მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ შტატებზე კი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















