|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერს ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებენ

ზესტაფონში მცხოვრები ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს  კორუფციაში ადანაშაულებს და მის იმპიჩმენტს ითხოვს.

გოგლიჩიძის განმარტებით, კახაბერ მახათაძის  გარემოცვა „სილიკომანგანუმის“ ქერქულ ნარჩენებს მძიმე ტექნიკით ღამით, ჩუმად და უკანონოდ მოიპოვებს. გოგლიჩიძე მოითხოვს, შსს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე, დაიწყოს მოკვლევა და გამოთქვამს მზადყოფნას დაიკითხოს ამ თემაზე.

,,ფაქტთან დაკავშირებით მერთან შესული იყო საკრებულოს წევრი და უთხრა, რომ უკანონობა აღეკვეთა. ამის ნაცვლად, მერიის გარემოცვამ  გაძლიერებული  ძალებით დაიწყო ქერქული ნარჩენების მოპოვება"- აცხადებს გოგლიჩიძე.

მერის პირველი მოადგილე  გოგლიჩიძის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ის ცრუობს.

დავით ჩირგაძის განცხადებით, ლიცენზიის გაცემა-მოპოვება მათი კომპეტენცია არ არის, გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა