|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარეობიდან მიდის

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

 თავდაპირველად ჯონსონი უარს  ამბობდა ბრძოლის გარეშე წასვლაზე, თუმცა დღეს წყაროების განცხადებით, გადადგომის  გადაწყვეტილება მიიღო.  ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტს, ის ამ თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება.

 

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ივლისში გახდა.

სამშაბათიდან გაერთანებული სამეფოს მთავრობა 50-ზე მეტმა მინისტრმა დატოვა.   

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა