|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთში ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  ინფიცირებულია 34 პირი, რომელთაგანაც 13 სპორტსმენია, თამაშებში აპირებენ მონაწილეობას, დანარჩენი ინფიცირებულები კი პერსონალის წარმომადგენლები არიან.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს.

ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ.

 პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა