|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარწმუნებული ვარ, დემურის დედამ თანხა აიღო"

დემურ სტურუას ოჯახს წევრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებას  აპროტესტებენ. სტურუას ბიცოლა და მამიდა მოსამართლეს კორუმპირებულებაში დებენ ბრალს. ამ პოზიციას არ იზიარებს დემურ სტურუას დედა და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„დარწმუნებული ვარ, რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა. ის რომ გარეთ ყოფილიყო, ამდენ ხანში ჩემი შვილის მკვლელი ნაპოვნი იქნებოდა. არასწორი მიმართულებით წავიდა გამოძიება. 9 თვე გავიდა და არაფერი დადგინდა“,-განაცხადა დემურ სტურუას დედამ  ნანა ჯოჯუამ.

დემურ სტურუას ბიცოლა დარიჯო ჯაში  ნონა ჯოჯუას თანხის აღებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გოდერძი თევზაძემ მას თანხა გადაუხადა.

"დარწმუნებული ვარ, დემურის დედამ თანხა აიღო, ყველაფერს ვიზამთ, რომ სიმართლე გაირკვეს",-განაცხადა დემურ სტურუას ბიცოლამ დარიჯო ჯაშმა. 

შეგახსენებთ, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ორივე ბრალდებაში გაამართლა.

ამ თემაზე:

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

დემურ სტურუას დედა: "რატომ მახსენეო, მომივარდა და მცემა"

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამართალდამცავებს 2 კვირის ვადას აძლევენ

თეთრი ხმაური სამტრედიაში - აქციას დაპირისპირება მოყვა 

სამტრედიაში დაკავებული პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს

პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ აქციები იმართება

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა