|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სამეფო ოჯახის" ინფორმაციით, დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა. 

დედოფალი ელისაბედ II უინძორი დაიბადა 1926 წლის  21 აპრილს  ლონდონში. მისი სრული ტიტულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის, ავსტრალიის, ანტიგუა და ბარბუდას, ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსის, ბელიზის, გრენადას, კანადის, ახალი ზელანდიის, პაპუა-ახალი გვინეას, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების, სენტ-კიტსისა და ნევისის, სენტ-ლუსიის, სოლომონის კუნძულების, ტუვალუს, იამაიკის სახელმწიფოების, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა