|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პერსონები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კრახს ვერ ააცილებს"-გია თევდორაძე

"ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე აკეთებს. დეპუტატის აზრით, პერსონები მმართველ გუნდს პოლიტიკურ კრახს ვერ ააცილებს.

"შევარდნაძის დროინდელი შსს მინისტრის კანდიდატურის შეთვაზება ქუთაისისათვის ერთის მხრივ, აჩვენებს,  თუ რა სტანდარტი არის დღეს მმართველ გუნდში  და მეორე მხრივ, თუ რა დამოკიდებულება, განწყობა გააჩნია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო ქალაქის მიმართ.

 "მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების"  მცდელობა მიმართული იყო, ამომრჩევლისათვის ოთხწლიან უნიათო პერიოდთან რაც შეიძლება ნაკლებად აფილირებული ადამიანები შეეთავაზებინა და სწორედ ასეთია დანარჩენი ორი კანდიდატი, ამ ადამიანებს, მართლაც,  შეიძლება ითქვას, კომპეტენციის და პროფესიონალიზმის საკმაოდ მაღალი სტანდარტი გააჩნიათ, მაგრამ პერსონები "ქართულ ოცნებას"  პოლიტიკურ კრახს ვერ ააცილებს. ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშლება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქუთაისს, საქართველოს კვლავ ექნება შესაძლებლობა, რომ იაროს სწარაფადგანვითარებადი, ევრო-ატლანტიკური ქვეყნის მიმართულებით", -განუცხადა "ნიუპრესს" გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად კობა ნარჩემაშვილის, დიმიტრი მხეიძისა და გენადი მარგველაშვილის კანდიდატურები წარადგინა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა