"გიორგი ჭიღვარია არ მაკადრებდა, ააიპში გადასვლა შემოეთავაზებინა"
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის მირანდა კუპრავას განცხადებით, მერიაში კულტურის სამსახურის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მისთვის კითხვის ნიშნებს გათავისუფლებული თანამშრომლების ააიპებში დასაქმება აჩენს. მირანდა კუპრავას განცხადებით, თუ რეორგანიზაცია შტატების შემცირების გამო მოხდა, გაუმართლებელია ააიპებში დასაქმება და ხელფასის გადახდა, რადგან ეს რეორგანიზაციის მთავარ მიზანს ვერ ამართლებს.
„მე, პირადად, ვამბობდი, რომ მერიის კულტურის სამსახურში ამდენი თანამშრომელი საჭირო არ იყო. მოვამზადე ხუთი წევრისაგან შემდგარი სია და წარვუდგინე შოთა მურღულიას, რომელთა დატოვებაც იქნებოდა სასარგებლო და ამ სიაში მე ჩემი თავი არ შევიყვანე. მივესალმები განყოფილებაში ძველი თანამშრომლების დატოვებას, რადგან კარგი თანამშრომლები არიან. რაც შეეხება რეორგანიზაციას, კარგია და საჭიროც იყო, მაგრამ თუ ეს ადამიანები ააიპებში გადაყავთ, მაშინ, არ მესმის ქალაქის მერიის პოლიტიკა, თუ მათ ისევ თანხას გადაუხდიან და რეალურად რეორგანიზაცია არ გამართლდება“, -განაცხადა მირანდა კუპრავამ.
მან ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მერიაში კულტურის სამსახური „ურჩი“ თანამშრომლების გამო გაუქმდა. მისი თქმით, მას არ სურს დაჯერება, რომ მერმა სამსახური ჭორების გამო გააუქმა.
„მე არ მინდა დაჯერება და არც მჯერა, რომ გიორგი ჭიღვარიამ სამსახური ჭორების გამო გააუქმა, რომ მივიდა ვიღაც და უთხრა თანამშრომლები განცხადებას არ წერენო. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ჩემს განცხადებაზე იყო დამოკიდებული სამსახურის გაუქმება. ჩემი აზრით, ეს იყო ახალი მერის პოლიტიკა. მე მას პირადად ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არც ის მჯერა, რომ ჩემთვის ააიპში გადაყვანის ინიციატივა მას ეკუთვნის, ვერ მაკადრებად შეეთავაზებინა ააიპში გადავსულიყავი, რადგან სამსახურიდან სამსახურში რომ გადადიხარ, უფრო მეტს უნდა იღებდე ამით და შენზე ძლიერები უნდა გხვდებოდნენ იქ. ამ შემთხვევაში, მე ჩემს თავს და ჩემი სურვილების ადამიანს ააიპში ვერ ვხედავ. ააიპი ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ საჭიროა ფუნდამენტალური რესტრუქტურიზაცია, თუ ის არ იქნება საარჩევნო მანქანა და არ მოხდება გამოყენება ამ მიზნით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რადგან ააიპებში ვასწავლით ბავშვებს და განათლებაა მთავარი, მაგრამ ახლა რა ფორმითაც არის, მიუღებელია. კიდევ ერთხელ გავმეორდები, მე არ მქონდა საუბარი ამ თემაზე, დამიბარეს და რამდენიმე წუთით მივედი და პირადი პრობლემების გამო დიდხანს ვერ გავჩერდი შეხვედრაზე. რაც შეეხება ჩემს მიზნებს, მე როდესაც ვმუშაბდი მერიაში, იმ დროს მჭირდებოდა ქალაქში ყოფნა და ამიტომ დავთანხმდი აქ მუშაობას, თუმცა ყოველთვის ვგეგმავდი წასვლას და განვითარებას. ვისაც სურდა დარჩენა და თანამდებობის შენარჩუნება, იმათ ყველაფერი გააკეთეს, წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ და შეინარჩუნებს კიდეც თანამდებობა. რაღაც ეტაპზე მე ალბათ ვჭირდებოდი მათ, მაგრამ მე არ მქონია ამის სურვილი. არც შოთა მურღულიას საარჩევნო კამპანია მომწონდა და არც ახლა და ვხედავთ, რომ მიიღეს ის, რაც მიიღეს, მე უკვე მაქვს შემოთავაზებები და ვაპირებ კერძო სექტორში საქმის გაგრძელებას. თვითმმართველობას მეტი კრეატიულობა ჭირდება, მეტი პროექტები, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება საბჭოთა კავშირის დროინდელ შენობად“, -განაცხადა მირანდა კუპრავამ.
მან წინა მერის მიღწევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შოთა მურღულიამ რთულ პერიოდში ჩაიბარა ქალაქი შეძლო სისტემის ჩამოყალიბება.
„ფაქტია, რომ შოთა მურღულიას ძალიან რთული პერიოდი შეხვდა, მან შეძლო და სისტემა შექმნა. ის ძალიან ნიჭიერია და ხშირად გვიკამათია არაერთ საკითხზე. არ იყო ისე, რომ რადგან უფროსი იყო ქვემდგომებს არ დალაპარაკებოდა. პირიქით, ყველა წინადადებას იზიარებდა, მაგრამ მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ქალაქში არსებული პრობლემების გამო კულტურა პრიორიტეტი ვერ იყო, ამიტომ ვერც ვითხვდით მაქსიმალურ ხელშეწყობას. ის პროექტები, რაც გაკეთდა, ძალიან მცირე იყო, თუმცა ვთვლი, რომ მეტიც შეგვეძლო. ახლა მერს უკვე ჩამოყალიბებული სისტემა ხვდება და ახლა მათზეა დამოკიდებული კარგი მართვა. ვიცი, რომ გიორგი ჭიღვარია გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც აქვს და ვიცი, რომ მას გაახსენდება, რომ ამ ქალაქს თავის დროზე დავით აღაამშენებელი მართავდა და ახლა თავად არის ქალქის მმართველი“, -განაცხადა მირანდა კუპრავამ.
მისი თქმით, ის სადაც უნდა იყოს, ყოველთვის დაეხმარება ქუთაისს. მისი თქმით, მისი სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელის წასვლაზე წყდება გული, თუმცა თვლის, რომ ამ ადამიანების განვითარებისთვის საჯარო სამსახურიდან წასვლა გაცილებით უკეთესია. კუპრავა მერის მოადგილედ ნინო თვალთავძის დანიშვნას მიესალმება და აცხადებს, რომ თვალთვაძის გამოცდილება ქალაქს გამოადგება.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სამსახურს ეძებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















