|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესზე დისკუსიაში შესაძლოა EU-ს ენერგეტიკული გაერთიანება ჩაერთოს

ნამახვანზე დისკუსიაში შესაძლოა  EU-ს ენერგეტიკულ გაერთიანება  ჩაერთოს , - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ამ ინფორმაციის თანახმად,  ეკონომიკის საეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით წერილით მიმართეს.

სამინისტროს განმარტებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვისა და დისკუსიის პროცესის სწორად წარმართვისთვის.

"მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წერილში.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა