„ნატო „რესპუბლიკელების“ სახე იყო ქუთაისში და რა შეიცვალა ამ დღეებში?"
„რესპუბლიკური“ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ფიქრია ხაჭაპურიძის განმარტებით, ქუთაისელი „რესპუბლიკელებიდან“ გადაწყვეტილება ნატო ქათამაძის გარდა არავის დაუფიქსირებია.
„დავით უსუფაშვილი არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი და მიმდინარე მოვლენების ფონზე დატოვებდა თუ არა პარტიას მისი გადასაწყვეტი იყო. რაც შეეხება ნატო ქათამაძეს, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ „რესპუბლიკული“ პარტიის სახე იყო ქუთაისში და რა შეიცვალა ამ დღეებში, თავად უნდა განაცხადოს“, -აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
ხაჭაპურიძე თავად რადიკალური ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს:
„ჯერ ვერ გეტყვით დავრჩები თუ არა პარტიაში. გავეცნობი პარტიის გეგმებს და ამის მიხედვით გადავწყვეტ. საარჩევნო პროცესში ვიყავით ჩართული, ახლა მეორე ტურია და ვერ მოხერხდა ამ საკითხების გავლა. კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტ, გაგრძელდება თუ არა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან“, -განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პირადი დამოკიდებულება მმართველი ძალის მიმართ არის დადებითი და მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა. რობიზონ წინწკალაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" 99% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდს.
„რესპუბლიკური პარტია“ დატოვეს დავით უსუფაშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















