|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაინდსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს საჩხერელებმა ახალი წოდება მიანიჭეს

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდების შემდეგ, საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა. მას ეს ტიტული "ბრწყინვალე მეცენატობისთვის და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის" ერგო.

განკარგულების ასლი, რომელიც ქალაქ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 25 დეკემბერს გასცა, სოციალურ ქსელებში "საზოგადოება საჩხერელის" Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

განკარგულება N158 ლევან ვასაძისათვის საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ

"საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 სექტემბრის N24-e დადგენილების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. მიენიჭოს საჩხერის საპატიო მოქალაქის 

წოდება ბატონ ლევან ვასაძეს, ბრწყინვალე მეცენატს და დიდ მამულიშვილს, ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

მუხლი 2. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე", - წერია დადგენილებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა ზაბახიძე აწერს ხელს.



წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი