პრეზიდენტის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციამ დადებითი შეფასება მისცა
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის
შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს.
"ნაციონალური მოძრაობის"
წევრები დადებითად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულებას,
თუმცა პროტესტი მათ პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუცხადეს. ,,ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ადექვატური რეაგირება მოახდინა ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ,,ვაპროტესტებთ არაეთიკურ, არასაპარლამენტო საქციელს, მითუმეტეს იმ ადამიანისაგან, რომელიც პროცედურულ დემოკრატიაზე გვექადაგება. ის დღეს ვისი სახელით გამოვიდა, კაცმა არ იცის. პრეზიდენტის შემდეგ უნდა გამოვიდეს
სხვადასხვა პოზიციის წარმომდგენლები, რადგანაც ხალხმა უნდა მოისმინოს მსჯელობა, იმ საკითხებზე, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა“ - განაცხადა ოპოზიციის გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
პრეზიდენტის გამოსვლას, საუკეთესო უწოდა ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ. ,,სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის საუკეთესო გამოსვლა. ძალიან სწორი შეფასებები გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი "დემოკრატების წასვლამ" სერიოზული გავლენა იქონია სახელისუფლებო კურსზე“ - განაცხადა აბაშიძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















