|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო ინფორმაციის დამალვას ქუთაისის მერია უარყოფს

 "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას ბრალი საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდო, რასაც მერიის იურიდიული სამსახური გამოეხმაურა.  გოგი წულაიას თქმით, “თავისუფალი საქართველოსწარმომადგენლობამ მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით თვენახევრის წინ მიმართა, თუმცა განცხადების პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია პარკირების თაობაზე,  ასევე სარეზვერო ფონდთან დაკავშირებით.  თუმცა  დღემდე პასუხებ არ მიგვიღია, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მერიაში მიზანმიმართულად მალავენ საჯარო ინფორმაციას, ან გულგრილად ეკიდებიან საქმეს”, – ამბობს წულაია.
თავისუფალი საქართველოსწარმომადგენლებმა ქუთაისის მერს შოთა მურღულიას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.

წულაიას ბრალდებას მალევე გამოეხმაურა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე. მისი განმარტებით, წულაიას საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საჭირო თანხა არ გადაუხდია: " გოგი წულაიას ბრადება სიმართლეს არ შეესაბამება. მას საჯარო ინფორმაციის გადაზავნისთვის საჭირო თანხის მოსაკრებლის გადახდის შესახებ გაეგზავნა მიმართვა. მას არ წარმოუდგენია ქვითარი, შესაბამისად, არ გაგვიგზავნია ინფორმაცია. როცა წარმოადგენს ქვითარს, გადავუგზავნით მოთხოვნილ ინფორმაციას. რაც შეეხება იმას, რომ 5 წერილით მოგვმართა, არაა სწორი. შემოსული 1 მოთხოვნა  პარკირებასთან დაკავშირებით."-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა