"თქვეს, რომ დაზიანება ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს" - ექიმი რიონის ხეობის მცველებზე [VIDEO]
საყულიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილების შესახებ პირველი კომენტარი “კლინიკა ლჯ”-ის გადაუდებელი მედიცინის ხელმძღვანელმა თეა მაჩიტიძემ გააკეთა.
როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი იყო და ისინი კლინიკიდან იმ დღესვე გაეწერნენ.
“დღის მეორე ნახევარში მოგვმართა ორმა პაციენტმა, რომელთაც აღენიშნებოდათ დაზიანება წვივის ქვედა არეში. პაციენტების განმარტებით, მათ დაზიანება მიიღეს ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად. ჭრილობა იყო ნაკვეთ-ნაფლეთი, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და პაციენტები ერთ საათში გაეწერნენ სახლში”, – თქვა თეა მაჩიტიძემ.
კითხვაზე იყო თუ არა ჭრილობა ნატყვიარი, მედიკოსმა განმარტა, რომ პირველადი დათვალიერებით ტყვიის კვალი არ იკვეთება და დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გუშინ საყულიაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა პირი, რომელმაც “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გუშინვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იყო სროლა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა