|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული - ემანუელ მაკრონი

პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტები მოიძებნოს. 

"ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როცა ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ, ავაშენოთ ხიდი დიპლომატიური გზებით. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია, შეასრულოს მედიატორის როლი. მე პუტინს ვუთხარი, რომ უშვებს ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას თავისი ხალხის, თავისი თავისა და ისტორიის წინაშე",  - განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან. 

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დაურეკა და ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. მისი ეს ქმედებები და პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებმა არაერთხელ გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მაკრონი ხელს უშლის ზეწოლას, რამაც პუტინი უნდა აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. 

საფრანგეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, თუმცა, უშუალოდ ემანუელ მაკრონი, სხვა ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, უკრაინისთვის მხარდაჭერის სიმბოლურად გამოსახატად კიევში არ ჩასულა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა