ქუთაისელი ანასტასია კირთაძე ევროპის ჩემპიონია
ქუთაისელი ანასტასია კირთაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, - ინფორმაციას ანასტასიას დედა ირმა ფანჩულიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპის სასკოლო ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთში კუნძულ როდოსზე იმართება. ტურნირი 20 აპრილს დაიწყო, 30-მდე გრძელდება და 9 ტურად იმართება. ანასტასიამ 7 ტურიდან ყველაში გაიმარჯვა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გასულ წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.05%
გაუარესდა - 51.16%
არ შეცვლილა - 12.79%
სულ - 86 ხმა