"თეთრი ხიდის" გახსნის თარიღი კვლავ შეიცვალა
ქუთაისში "თეთრი ხიდის" გახსნის თარიღი კვლავ შეიცვალა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ხიდის გახსნა დღეს იყო დაგეგმილი.
გახსნის ცერემონიალზე ოპერის გუნდს ე.წ. ქუთაისის ჰიმნი უნდა შეესრულებინა, თუმცა, როგორც განმარტავენ, დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა. ხიდის გახსნის ცერემონიალზე მიწვეული იყვნენ მიმდებარედ არსებული სკოლების მოსწავლეები.
დღეს "თეთრი ხიდის" გახსნას ადასტურებს კომპანია "ალმა რუს საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჩიკვაიძე. "დიახ, ვაპირებთ დღეს ხიდის გახსნას", - განუცხადა მან "ნიუპრესს."
საწინააღმდეგოს აცხადებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. როგორც მან განგვიცხადა, დღეს ხიდის გახსნა დაგეგმილი არ იყო. ბექა ყურაშვილი ხიდის გახსნის ზუსტ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ხიდი მერის მიერ დასახელებულ დროს გაიხსნება.
"დღეს არ იყო დაგეგმილი, ცრუ ინფორმაციაა. როგორც მერმა თქვა, გაიხნება თვის ბოლოს", -განაცხადა ბექა ყურაშვილმა. კითხვაზე, მოესწრება თუ არა ოთხ დღეში ხიდის გახსნა, ამბობს, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მხოლოდ ლაქის წასმა დარჩათ.
ხიდზე დასაქმებულმა მუშამ კი განაცხადა, რომ ხიდის გახსნა ხვალ იგეგმება, არჩევნების დღესთან დაკავშირებით და შემდეგ ისევ დაიკეტება რამდენიმე დღით.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერმა ორი კვირის წინ დაანონსა, რომ თვის ბოლოს ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას გოგი ალექსიძის საბალეტო დასი მიიღებს.
"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. ხიდის სავალ ნაწილზე ლითონის ფირფიტები დაიგო. მათზე გამოსახულია ორნამენტები და ქუთაისის შესახებ ფრაზები და ციტატები. პროექტით თავდაპირველად გათვალისწინებული "თეთრი ქვების" ინსტალაციის ხიდზე განთავსება არ მომხდარა.

"თეთრი ხიდის" სამუშაოების დაგვიანებისათვის კომპანიას 20 ათასი ლარით დაჯარიმება ემუქრება
"თეთრი ხიდი" სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება"
"ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში "თეთრი ხიდი" პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გაიხსნა [VIDEO]
"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება
"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" მოახდენს
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაცია, შესაძლოა, ყაზახურმა კომპანიამ მოახდინოს
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















